კანდელაკის ქ.№ 5
vpdental@gmail.com
GE EN RU

წინასწარ ჩაწერა

!
!
!
!
გაუქმება
გთხოვთ აირჩიეთ ექიმი
ჩაწერაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, გთხოვთ დაელოდოთ ჩვენი ოპერატორის ზარს

ჩვენს შესახებ

ისტორია

„დენტორიუმი“ არის სტომატოლოგიური კლინიკა, რომელსაც აქვს მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება, დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის გამოცდილი ექიმებით, რომლებიც პაციენტებს ნებისმიერი სახის მკურნალობას სთავაზობენ. ვიწრო სპეციალისტების ყოლა, საშუალებას გვაძლევს პაციენტის ნებისმიერ მდგომარეობას და პრობლემას ინდივიდუალურად მივუდგეთ, და რაც მთავარია კომპლექსური მკურნალობა შევთავაზოთ. ჩვენი კლინიკა ერთ-ერთი პირველი მონაწილე იყო საქართველოში იმპლანტოლოგიის დანერგვაში, საამისო ნაბიჯები ჩვენ უკვე 2006 წელს გადავდგით, როდესაც ჩვენი იმპლანტოლოგები გერმანიაში იმპლანტოლოგიის საფუძვლების შესასწავლად დოქტორ მარკ ზოიბელმანის ხელმძღვანელობით „Zentrum fur Zahngesundheit am fort Malakoff”-ში გავაგზავნეთ. ამის შემდეგ ეს ცოდნა არამხოლოდ ჩამოიტანეს და განავითარეს ჩვენმა ექიმებმა, ქირურგ-იმპლანტოლოგმა კახა გურგენიძემ და ორთოპედ-იმპლანტოლოგმა ვახტანგ პატეიშვილმა, არამედ უზიარებენ თავიანთ კოლეგებს და უწყვეტ რეჟიმში ატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ მასტერკლასებს. შეგიძლიათ თამამად გვანდოთ თქვენი ღიმილი!

სერთიფიკატები

წინასწარ ჩაწერა