კანდელაკის ქ.№ 5
vpdental@gmail.com
GE EN RU

წინასწარ ჩაწერა

!
!
!
!
გაუქმება
გთხოვთ აირჩიეთ ექიმი
ჩაწერაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, გთხოვთ დაელოდოთ ჩვენი ოპერატორის ზარს

ჰიგიენა

პროფესიული ჰიგიენა

პაროდონტოლოგის კონსულტაცია და ღრმა წმენდა

დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვა სამწუხაროდ არ არის საკმარისი სრულყოფილი
ჰიგიენის შესანარჩუნებლად, სასურველია წელიწადში 2-ჯერ ეწვიოთ პროფესიონალს
ისეთი არეების გასაწმენდად რომელსაც ჯაგრისი ვერასდროს მიწვდება, ამასთან ერთად
პაროდონტოლოგი აუცილებლად გაგაფრთხილებთ მომავალ მოსალოდნელ
გართულებებზე ან რაიმე პრობლემაზე, რომლის არსებობა შეიძლება არც კი იცოდეთ

თერაპიული სტომატოლოგია

კბილების დაბჟენა

კარიესი იქნება თუ ჩამოტეხილი კბილი, დროული ყურადღება აუცილებელია

კბილების მაგარი ქსოვილების დეფექტების აღდგენა, თერაპიული მკურნალობა, ეს არის პროფილაქტიკური ღონისძიებები,კბილის მაგარი
ქსოვილების დაფეფქტის აღდგენა-დაბჟენა,ენდოდონტიური მკურნალობა (პულპიტის
და პერიოდონტის ანთების მკურნალობა). აუცილებელია დროულად მიმართოთ
თერაპევტ-სტომატოლოგს, რაც მოგვიანებით ბევრად დიდ პრობლემას აგაშორებთ
თავიდან,როგორიცაა კბილის ამოღება,პროთეზირება და სხვა

ორთოდონტიული მკურნალობა

თანკბილვის კორექცია

კბილთა არასწორი დგომით გამოწვეული ვიზუალური დისკომფორტი

კბილთა არასწორი დგომით გამოწვეული ვიზუალური დისკომფორტი ან ღეჭვის და
მეტყველების პრობლემები გამოსწორებადია.დროული ორთოდონტიული ჩარევით ესეთ
პრობლემებთან მარტივად შეიძლება გამკლავება.ანომალურმა თანკბილვამ სუნთქვის
დარღვევებიც კი შეიძლება გამოიწვიოს. თანამედროვე სტომატოლოგიაში მსგავსი
პრობლემები მარტივად იჭრება ბრეკეტების გამოყენებით

იმპლანტაცია

დენტალურ იმპლანტაციას მიმართავენ ადამიანები,რომლებმაც სხვადასხვა მიზეზებით დაკარგეს კბილები

ექსტრაქციები

კბილის ამოღება სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული.ეს შეიძლება იყოს კბილის ტრავმა,ანთებითი პროცესი, კისტა ან ორთოდონტიული მკურნალობა

ღრძილების დაავადებები

ეს დაავადებები მრავალი სახის და გამოვლინებისაა.შესაძლებელია პაციენტი მხოლოდ ვიზუალური დისკომფორტს უჩიოდეს,თუმცა ხშირია შემდეგი სახის სიმპტომები-უსიამოვნო სუნი, ტკივილი, სისხლდენა ღრძილებიდან და კბილების მორყევა.

მოუხსნელი და მოსახსნელი კონსტრუქციებით პროთეზირება

ერთი ან რამდენიმე კბილის დაკარგვისას მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ხიდისებრი პროთეზით შესაძლებელია ღეჭვითი ფუნქციის სრულად აღდგენა. თუ მოუხსნელი,ხიდისებრი კონსტრუქციით შეუძლებელია დანაკლისი კბილების შევსება, მაშინ მოსახსნელი ან პირობეითად-მოსახსნელი პროთეზით შეგიძლიათ დაიბრუნოთ ჯანსაღი ღიმილი და აღიდგინოთ ღეჭვითი ფუნქცია

ჩვენს შესახებ

„დენტორიუმი“ არის სტომატოლოგიური კლინიკა, რომელსაც აქვს მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება, დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის გამოცდილი ექიმებით, რომლებიც პაციენტებს ნებისმიერი სახის მკურნალობას სთავაზობენ. ვიწრო სპეციალისტების ყოლა, საშუალებას გვაძლევს პაციენტის ნებისმიერ მდგომარეობას და პრობლემას ინდივიდუალურად მივუდგეთ, და რაც მთავარია კომპლექსური მკურნალობა შევთავაზოთ. ჩვენი კლინიკა ერთ-ერთი პირველი მონაწილე იყო საქართველოში იმპლანტოლოგიის დანერგვაში, საამისო ნაბიჯები ჩვენ უკვე 2006 წელს გადავდგით, როდესაც ჩვენი იმპლანტოლოგები გერმანიაში იმპლანტოლოგიის საფუძვლების შესასწავლად დოქტორ მარკ ზოიბელმანის ხელმძღვანელობით „Zentrum fur Zahngesundheit am fort Malakoff”-ში გავაგზავნეთ. ამის შემდეგ ეს ცოდნა არამხოლოდ ჩამოიტანეს და განავითარეს ჩვენმა ექიმებმა, ქირურგ-იმპლანტოლოგმა კახა გურგენიძემ და ორთოპედ-იმპლანტოლოგმა ვახტანგ პატეიშვილმა, არამედ უზიარებენ თავიანთ კოლეგებს და უწყვეტ რეჟიმში ატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ მასტერკლასებს. შეგიძლიათ თამამად გვანდოთ თქვენი ღიმილი!

სერთიფიკატები

ჩვენი ექიმები

All staff members of Dental Clinic are licensed professionals. Our staff consists of licensed general dentists, hygienists, dental assis-
tants, an endodontist, a periodontist, and an oral surgeon.

ვახტანგ პატეიშვილი
ორთოპედი-იმპლანტოლოგი
თამარ ლომიძე
თერაპევტი-სტომატოლოგი
ქეთევან მესხი
სტომატოლოგი
კახა გურგენიძე
ქირურგი-იმპლანტოლოგი
ბაქარ ნიკოლაიშვილი
ექიმი-თერაპევტი